ცხადდება კონკურსი 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად.
სტიპენდიის მისაღებად კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადები წარმოადგინეთ 5 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით დეკანატში, ოთახი #324.
ქაღალდური ვერსია:
შევსებული განცხადება ;
პირადობის მოწმობის ასლი (ვადიანი) ;
საბანკო ანგარიშის ამონაწერი საქართველოს ბანკიდან (პირადი საბანკო ანგარიშის ნომრის გასაგებად დაუკავშირდით საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალს და წარმოადგინეთ ამონაწერი)
ელ.ვერსია ფოსტაზე tsiala.giorgadze@tsu.ge ცალკეული ფაილების სახით შემდეგი დასახელებით:
გვარი_სახელი (პირადობის მოწმობა);
გვარი_სახელი (ანგარიშის ნომერი);
სტუდენტს შეუძლია წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია (2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის პუბლიკაციები, საკონფერენციო მასალები და სხვ.) დოკუმეტაციაში გარკვევით იყოს მითითებული კონფერენციის ჩატარების/პუბლიკაციის გამოქვეყნების ან გამოსაქვეყნებლად მიღების თარიღი.
ელ.ვერსიით გაგზავნის შემდეგ დაელოდეთ წერილობით დასტურს, პრობლების შემთხვევაში დაუკავშირდით ადრესატს მომდევნო დღეს (ციალა გიორგაძე - 595-92-93-85, ან 597 552 592).
დოკუმენტაცია გადმოაგზავნეთ მხოლოდ თსუს მეილიდან.
დაგვიანებული განაცხადი არ მიიღება!!!
ზემოთ მითითებული დოკუმენტების გარეშე განაცხადი არ მიიღება!!!